პროექტის მთავარი
იდეა: გარემოს დაცვაზე ზრუნვა ეკოლოგიური
თვალთახედვის გაფართოება
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის დამოუკიდებლად
მოპოვებას, ინფორმაციის დახარისხებას. ღონისძიების
ორგანიზება. ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება.
გამოიყენებენ და გააღრმავებენ გარემოს დაცვაზე ზრუნვას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაეუფლებიან
,დედამიწის დღესთან დაკავშირებულ
მოვლენებს
,მოიძიონ მასალები 22 აპრილის შესახებ,სად
რომელ ქვეყანაში ჩაეყარა საფუძველი
მონაწილეთა ასაკი:
14 წელი
ვადები, ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ
გარემოს დაცვაზე ზრუნვა,
ეკოლოგიური თვალთახედვის გაფართოება.
საჭირო რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,
პროექტის მსვლელობა: კლასს დავყოფ 4
ჯგუფად, თითოეული
მათგანი წარმოადგენს
თეორიულ მასალას, ხდება წინასწარ მომზადებული მაკეტების პრეზენტაცია.
პირველი ჯგუფი
საუბრობს 22 აპრილის
შესახებ, სად რომელ ქვეყანაში ჩაეყარა საფუძველი
დედამიწის დღის აღნიშვნას
მეორე ჯგუფი საუბრობს საქართველო როდის შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის
დღე აღინიშნება.
მესამე ჯგუფი საუბრობს მსოფლიო ოკეანის პრობლემებზე, ნავთობით დაბინძურებასთან
დაკავშირებით.
მეოთხე ჯგუფი
საუბრობს გარემოს დაცვაზე
საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეო. IX.1. მოსწავლეს
შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები,
გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.
გეო.IX.2. მოსწავლეს
შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს ქვეყნისათვის მისი
მნიშვნელობა.
გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები.
გეო.IX.4. მოსწავლეს
შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები
მათ სამეურნეო გამოყენებას.
პროექტის ხელმძღვანელი:
ქეთევან ბელქანია